განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის სტატუსის მიენიჭა, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ:
1. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თინათინ ბუთხუზს
3. ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა ვაშაკიძეს
4. შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს
5. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ნადია დაბრუნდაშვილს
6. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ვართუმაშვილს
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - გვანცა აქიმიძეს
8. რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ფორჩხიძეს
9. ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს
10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:
1. შპს ქორალის მასწავლებელს - ნათია ფურცელაძეს
2. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელს - იამზე ფანცულაიას.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
მე-7 კლასის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების პროცესი დასრულდა.
უწყების ცნობით, ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა ქართულენოვან სკოლაში დარიგდება.
„გრიფირების მიმდინარეობის პროცესში, სამინისტროში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც პირველი ეტაპი 73-მა გადალახა; აქედან ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა. რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა, ხოლო კორექტურის განუხორციელებლობისა და კომისიისათვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა.
სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.
საბოლოო ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა. საგნების მიხედვით გრიფირებულ სახელმძღვანელთა რაოდენობა შემდეგია: ქართული ენა და ლიტერატურა 4; მათემატიკა 3; ისტორია 2; გეოგრაფია 1; ბიოლოგია 4; ფიზიკა 7; მოქალაქეობა 3; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 4; მუსიკა 2; ინგლისური ენა 1; გერმანული ენა 1; ფიზიკური აღზრდა და სპორტი (V-VI) 1; ქართული, როგორც მეორე ენა (I-IV) 1.
სახელმძღვანელოების შემფასებელთა ჯგუფში შედიოდა როგორც მასწავლებელი, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
გამომცემლობების მიერ შემოთავაზებული ფასების შესაბამისად იმ საგნებში, სადაც სამზე მეტი სახელმძღვანელოა, საჯარო სკოლებს შესარჩევად რეიტინგით პირველი სამეული შეეთავაზებათ. საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა 7 ივლისის ჩათვლით ექნებათ.
მომდევნო წელს გრიფირებული სახელმძღვანელოები სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნება და არაქართულენოვან სკოლებში მათი დანერგვა 2020-2021 წლიდან დაიწყება,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.