მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა და რა სიახლე იგეგმება 2020 წლის გამოცდებზე
„2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, (პრაქტიკოსი და პროფესიაში შემსვლელი პედაგოგებისთვის) ზაფხულში ჩატარდება. იგი ისეთივე ფორმატისა და შინაარსის იქნება, როგორიც ადრე იყო,“ - ამის შესახებ Momsedu.ge-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილება შეეხება მხოლოდ გამოცდაზე ქულის შენარჩუნებას:
„წინა სქემის მიხედვით, თუ მასწავლებელი ერთი და იმავე საგანში ორჯერ გავიდოდა გამოცდაზე, ადრინდელი შედეგი უქმდებოდა. ახალი რეგულაციით, თუ მასწავლებელმა მეორედ ჩააბარა გამოცდა, წინა გამოცდის ქულა არ დაეკარგება. პედაგოგს არჩევანის საშუალება მივეცით, რომელ გამოცდაზეც უკეთესი შედეგი ექნება, ის დარჩება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.