მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრძელებს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას:
როგორც იცით, დაგეგმილია „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. შესაბამისად, ცენტრი იწყებს საქმიანობას აღნიშული დოკუმენტის შექმნის მიზნით. აქვე შეგახსენებთ, რომ „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ გააერთიანებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა“ და მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშრებულ სხვა დოკუმენტებს.
აღნიშული წესის ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება. სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს:
მასწავლებელთა, სკოლის დირექტორთა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას (ფოკუსჯგუფებს, ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში);
დაინტერესებული პირების/ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე;
ონლაინშეხვედრებსა და გამოკითხვებს.
შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემუშავდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ საბოლოო ვერსია.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს თანამშრომლობისთვის დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს: [email protected].
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
როგორ მოხდება მასწავლებელთა ფულადი ჯილდოს დაანგარიშება და მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით იქნება თუ არა შესაძლებელი
როგორ მოხდება მასწავლებელთა ფულადი ჯილდოს დაანგარიშება და მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით იქნება თუ არა შესაძლებელი?
აღნიშნულ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
მათი განმარტებით, ფულადი ჯილდო დაანგარიშდება შემდეგი პრონციპით: იმ პერიოდისათვის მასწავლებლის „ხელზე ასაღები“ ხელფასი გამრავლდება 24 თვეზე. რაც შეეხება ფულადი ჯილდოს მოთხოვნის უფლებას, ეს შეთავაზება 2019 წელს ეხება. შემოდგომაზე, განმეორებითად კომპეტენციის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც შეძლებს საპენსიო ასაკის მასწავლებელი ჯილდოს მოთხოვნას.