მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ვაკანსია გამოცხადდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე გამოაცხადა:
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: (იხილეთ დანართი)
დაინტერსებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციებისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.
როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, სავალდებულოა, მეილის სათაურის ველში მითითებულ იქნას სასურველი ქალაქი/რაიონი და სკოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები არ განიხილება.
მათივე ინფორმაციით, ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.