საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლებლების ჯგუფი.
მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
„ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით („ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა I-IV კლასებისთვის“) გათვალისწინებულ „ჟურნალის წარმოების წესს“დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ დაწერილი ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.
9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც ჟურნალს, ასევე - ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების შესახებ ჟურნალში არსებული ინფორმაციით.“
„8. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების/აკადემიური მოსწრების შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი ან შეცდომით შეტანილი დაკორექტირებული შეფასებებისა და გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.
9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით გათვალისწინებული „ჟურნალის წარმოების წესის“ მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი გაცდენებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.
10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც ჟურნალს, ასევე - ელექტრონულ ჟურნალს, დასწრებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლას განახორციელებენ ჟურნალის მიხედვით.“