Baby Bag

მასწავლებლის სახლი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს მასპინძლობს

მასწავლებლის სახლი  მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს მასპინძლობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს "ჩხირკედელას" მასპინძლობს, რომელშიც 40-მდე გუნდი მონაწილეობს.

ტურნირი მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

8-9 თებერვალს ბიოლოგიის მიმართულებით გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდა:

I -  დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა" - გუნდი ''Cerebellum'';
II - სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს" - გუნდი "კათიონები";
III - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა - გუნდი "ჰელიქსი";

"ჩხირკედელა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტია. მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მუშაობენ და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან.

ტურნირის ფარგლებში მათი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.

შეიძლება დაინტერესდეთ

იწყება მომზადება მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდისთვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში

იწყება მომზადება მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდისთვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და გამოცდისთვის მომზადება აქტიურ ფაზაში გადადის. ამიტომ გთავაზობთ რეგისტრაციას საგნის გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგ-კურსზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

ტრენინგს ჩაატარებს გამოცდილი ტრენერი, მოქმედი პედაგოგი და დოქტორანტი ნუკრი ებრალიძე, რომლის მსმენელთა უმრავლესობა გამოცდებს მაღალი შედეგებით აბარებს.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული ნაწილის სწავლებას, კერძოდ:
თეორიული ნაწილი:
  • კომპიუტერის (არქიტექტურა) აგებულება და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები, ინფორმაციის ცნება, თვლის სისტემები („2“, „10“, „16“)
  • ოპერაციული სისტემა Windows 10 ნავიგაცია (Control Panel), BIOS, გრაფიკული რედაქტორი
  • ლოკალური და გლობალური ქსელები, ინტერნეტი Drive Storage, Mail, უსაფრთხოება(Security, Firewall) (ქსელის საფუძვლები)
პრაქტიკული ნაწილი:
  • MS OFFICE
  • Word 2019
  • Excel 2019
  • PowerPoint 2019
  • Scratch ვიზუალური პროგრამირება
ტრენინგზე რეგისტრაცია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

​​
ტრენინგი 10 აპრილიდან დაიწყება და 3 თვემდე გაგრძელდება. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ ონლაინ ფორმატში და ყოველი ლექციის ხანგრძლივობა იქნება მინიმუმ 2 საათი.

კურსის ხელმძღვანელი, დოქტორანტი ნუკრი ებრალიძე, დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 591 988 748 ან ისარგებლეთ ელ: ფოსტით [email protected]; [email protected].

R.​

წაიკითხეთ სრულად