Baby Bag

„ბავშვის ძალდატანებით რეჟიმში ჩასმა ძალიან არასწორია... ამისთვის არსებობს ძილის რუტინა,“ - ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი

„ბავშვის ძალდატანებით რეჟიმში ჩასმა ძალიან არასწორია... ამისთვის არსებობს ძილის რუტინა,“ - ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი

ნევროლოგმა ნინო თარხნიშვილმა ბავშვის ძილის რეჟიმის მოწესრიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვის ძალდატანებით რეჟიმში ჩასმა ძალიან არასწორია. ვერ ჩავსვამთ ძალით ბავშვს რეჟიმში. ამისთვის არსებობს ე.წ. ძილის რუტინა. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ რუტინის შემუშავებას, მით უკეთესია. უნდა შევეცადოთ, რომ ყოველდღე დავგეგმოთ მარტივი რუტინული მოქმედებები. ყველა ეს მოქმედება აუცილებლად უნდა იყოს მშვიდი, წყნარი. ძილის წინ პერიოდი არ უნდა იყოს აქტიური.“

ნინო თარხნიშვილის თქმით, ძილის წინ მშვიდი მუსიკა და აბაზანა რეკომენდებულია:

„მშვიდი მუსიკა და აბაზანა შესაძლებელია. ​ზოგჯერ არის, რომ აბაზანა აღაგზნებს ბავშვს. თუ ასეთია ბავშვი, ძილის წინ არ ჩავსვათ აბაზანაში. ეს რუტინული მოქმედებები უნდა იყოს ერთი თანმიმდევრობის. ძილის წინ შუქის გამოყენება რეკომენდებულია. ჩვილები ამას იმდენად კარგად ვერ აღიქვამენ. ერთი წლის ასაკის მერე სწორიც არის, რომ ოთახში დაბალი განათება იყოს. შიშის მომენტი აღარ აქვთ ბავშვებს.“

„ჩვილებს თავიდან მოუწესრიგებელი რეჟიმი აქვთ. ჭამენ, იძინებენ, მერე ესეც რეგულირდება. ძილის წინ კვება მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია, რომ უშუალოდ ძილის წინ არ მიიღოს ბავშვმა საკვები. საკვები არ უნდა იყოს ძნელად მოსანელებელი. უნდა იყოს შედარებით უფრო მსუბუქი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო თარხნიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

,,ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია''
რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნ...