Baby Bag

5 წლამდე ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში 1 საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან - პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრმა ნანუკა ყავლაშვილმა ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ეკრანი, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას. ეკრანთან ურთიერთობა ზღუდავს ბავშვის საშუალებას, რომ გარესამყაროსთან ჰქონდეს ურთიერთობა. მას არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობა. ის არის თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკეტილი. შეიძლება ის ზღაპარს უყურებდეს, საუბარიც ესმოდეს, თუმცა ეს მის განვითარებას ძალიან აფერხებს. ეკრანდამოკიდებულება დღევანდელ დღეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც დიდ დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, მათი ქცევა და მათი განვითარება საკმაოდ ჩამორჩენილია. ამ ბავშვებს აქვთ აუტისტის მსგავსი კლინიკური გამოვლინებები.

რა თქმა უნდა, ეკრანი არ განაპირობებს აუტიზმის განვითარებას. უბრალოდ ის იწვევს მეტყველების შეფერხებას, ქცევის შეფერხებას, ურთიერთობის უნარები არ აქვს ბავშვს და ის ისე იქცევა, ისე რეაგირებს გარესამყაროზე, როგორც ეს ხდება აუტიზმის დროს. ძალიან ხშირად ეს ხდება რთული განსასხვავებელი, არის ეს მხოლოდ ეკრანდამოკიდებულება, თუ ამის მიღმა კიდევ სხვა პრობლემა არის.

ამერიკის პედიატრთა აკადემიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ ორ წლამდე ბავშვებში უმჯობესია, თუ საერთოდ ეკრანთან არ ექნებათ არანაირი შეხება. ორი წლის შემდეგ დრო უნდა იყოს აუცილებლად ლიმიტირებული. სანამ ბავშვი წავა სკოლაში, 5 წლის ჩათვლით, ის ერთ საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან. ეს ერთი საათიც არ უნდა იყოს გადაბმულად ერთი საათი. უნდა გავუყოთ 15-15 წუთად,“- მოცემულ საკითხზე ნანუკა ყავლაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე Live” 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ჩამოვუყალიბოთ სწორი კვების ჩვევები ბავშვს პატარა ასაკიდან?

როგორ ჩამოვუყალიბოთ სწორი კვების ჩვევები ბავშვს პატარა ასაკიდან?

როგორ ჩამოვუყალიბოთ სწორი კვების ჩვევები ბავშვს პატარა ასაკიდან? - აღნიშნულ თემაზე საბავშვო ბაღ ,​,ლარდი'' - ს საინტერესო ბლოგს გთავაზობთ. 

ჯანსაღი და სწორი კვება/ნუტრიცია უმნიშვნელოვანესია ბავშვობის ადრეულ ასაკში, რადგან ამ პერიოდში ხდება სწრაფი ფიზიკური ზრდა და განვითარება. ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.

ძირითადი კვებითი ჩვევები ადამიანის ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება. ამ პერიოდში არასწორი ნუტრიცია ასოცირებულია ჭარბწონიანობის, დიაბეტის და სხვა დაავადებების მომატებულ რისკთან.

აღმზრდელებს გადამწყვეტი როლი აქვთ, უზრუნველყონ ბავშვების კვებითი რაციონის ფართო ასორტიმენტით, ჩამოუყალიბონ კვებითი/ხემსის (ე.წ. სნექის) რეგულარული და ჯანსაღი პატერნები.

ბავშვებისთვის კვებითი რაციონის შედგენისას, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას შემდეგი დეტალები...

განაგრძეთ კითხვა - ​,,როგორ ჩამოვუყალიბოთ სწორი კვების ჩვევები ბავშვს პატარა ასაკიდან?''

საბავშვო ბაღ ,,ლარდი'' - ში 2025-2026 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაცია დაიწყო!

ბაღში ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/jtxBF

ქვემო ლისი, Tbilisi, Georgia.

599 64 64 59

[email protected]

R.

წაიკითხეთ სრულად