Baby Bag

რომელ თვეში იბადებიან ძილისმოყვარული პატარები

რომელ თვეში იბადებიან ძილისმოყვარული პატარები

გაზაფხულის საოცარი ჰაერი აპრილის თვეში ყველაზე კარგად იგრძნობა, მალე ზაფხულიც მოვა და ორგანიზმი „გამოცოცხლებას“ დაიწყებს. 

გაზაფხულზე ბავშვის გაჩენა მრავალი მიზეზის გამოა კარგი, გაზაფხულის თვეებს შორის კი აპრილი საუკეთესოა. 

აღსანიშნავია, რომ პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა. აპრილში კი ამისთვის ზედგამოჭრილი ამინდებია. ასე, რომ ვისაც შვილი აპრილში გაგიჩნდებათ, ისიამოვნეთ მათთან ერთად ბუნებაში დიდხანს ყოფნით. ეს თქვენს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზეც კარგად აისახება. 

მეცნიერების მტკიცებით, აპრილის თვეში დაბადებულ ბავშვები განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან:

1. ამ თვეში დაბადებულ ბავშვებში გაცილებით ნაკლებია ​ასთმის განვითარების რისკი

2. ისინი ნაკლებად არიან გონებაგაფანტულები 

3. კარგი ​ძილის რეჟიმი აქვთ 

4. კვლევებით მტკიცდება, რომ მათ განსაკუთრებული ნიჭი აქვთ იყვნენ შეუდარებელი​ ლიდერები