Baby Bag

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

იმისათვის, რომ თქვენი ტანსაცმლის სარეცხი მანქანა ახალივით გამოიყურებოდეს, დაგჭირდებათ:

2 ჭიქა ძმარი

1/4 ჭიქა სოდა

1/4 ჭიქა წყალი

ჭურჭლის ღრუბელი

თავდაპირველად შეურიეთ ერთმანეთში სოდა და წყალი. შემდეგ დაამატეთ ძმარი. გამზადებული სითხე შეასხით მანქანაში და ჩართეთ მაღალ ტემპერატურაზე (ხარშვის რეჟიმი). 

როცა მანქანა რეცხვას მორჩება, ჭურჭლის ღრუბლით ამოწმინდეთ მანქანის რეზინი, სადაც ყველაზე მეტი ჭუჭყი გროვდება. 

რეკომენდაცია:

გარეცხეთ თქვენი სარეცხი მანქანა ამ მეთოდით თვეში ერთხელ და ტანსაცმელს გაცილებით სასიამოვნო სუნი ექნება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ თევზის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელ წესებზე ისაუბრა:

„როდესაც თევზები იწყებენ ქვირითობას, ეს არის დაახლოებით 4 თვე: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო. არსებობს მოსაზრება, რომ ვაცადოთ თევზებს ეს პერიოდი და შემდეგ შევიძინოთ, მაგრამ ეს მითია და არ არის დამტკიცებული კვლევებით.

თევზის შერჩევის რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს: პირველი კრიტერიუმი არის სუნი, თევზს უნდა ჰქონდეს ნეიტრალური და სასიამოვნო ზღვის სუნი. ცოტა უსიამოვნო არომატი პირველი ნიშანია იმისა, რომ თევზი გაფუჭებას იწყებს. როდესაც თევზს ზედაპირზე მსუბუქად დავაწვებით, ის საწყის ფორმას ისევ უნდა დაუბრუნდეს. თუ მთლიან თევზს ვყიდულობთ, თვალები არ უნდა ჰქონდეს დაბინდული. ეს აუცილებელია. ეს იმის ნიშანია, რომ თევზი დაავადებული და გაფუჭებულია. თუ ფილეს ვყიდულობთ, ეს ნაჭერი უნდა იყოს განცალკევებით, მშრალ, ცივ ადგილას. სასურველია მოთავსებული იყოს ყინულიან ზედაპირზე.

შეიცვალა წესები და დამოკიდებულება გაყინული თევზის მიმართ. ადრე ყველას ეგონა, რომ გაფუჭების ზღვარზე მისულ თევზს ყინავდნენ. ეს მიდგომები შეიცვალა. ახლა არსებობს თევზის დაჭერიდან მალე საკმაოდ ღრმა და სწრაფი გაყინვა. თევზს როგორც კი დაიჭერენ, მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ღრმა ყინვით გაყინავენ. მომზადებისას ის თითქმის ახალი თევზის იდენტურია. შეფუთვაზეც აქვს შესაბამისი წარწერა, როდესაც ახალდაჭერილი თევზი არის გაყინული,“- მოცემულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად