Baby Bag

„ცხოვრებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, რთული გზით მიდის ჩვენი დედაშვილობა,“ - ემიგრანტი დედის წერილი შვილს ბანკეტზე წაუკითხეს

„ცხოვრებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, რთული გზით მიდის ჩვენი დედაშვილობა,“ - ემიგრანტი დედის წერილი შვილს ბანკეტზე წაუკითხეს

ერთ-ერთი სკოლის ბანკეტზე ემიგრანტი დედის წერილი შვილს საჯაროდ წაუკითხეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ათასობის ნახვა აქვს.

„დედი!

ამ წერილის ადრესატი შენთან ერთად ათასობით შენი თანატოლია. ვერ შევძელი ყველასთვის გამეგზავნა, შენ გიგზავნი და მიაწვდინე სხვებსაც. ვიცი აქამდე წერილი არ მიგიღია, ეს შენი პირველი წერილია. ვირტუალურ წერილებს არ ვგულისხმობ, რეალურზე ვამბობ, ხელით შესახებზე, სასთუმალქვეშ ამოსადებზე და გულში ჩასაკრავზე.

მერჩივნა ეს წერილი კალმით დამეწერა, მარკიან კონვერტში ჩამედო და ისე გამომეგზავნა, მაგრამ, ზუსტად არ ვიცოდი მისამართი და დრო. რომ არ მოსულიყო თავის დროზე, რომ დაეგვიანა?! ამიტომაც მეგობრის ხელით გიგზავნი.

დედი!

დედაშვილობის ისტორიაში, არის დღეები, რომლის უერთმანეთოდ გატარება დანაშაულია. დღეს ჩვენს ცხოვრებაში ერთი ასეთი დღე დგას. უჩემოდ შედექი მაღალ ქუსლებზე, უჩემოდ შეიმოსე საბანკეტო კაბით და შენი ცხოვრების პირველი ვარცხნილობაც უჩემოდ გაიკეთე. ვერაფერს შევავლე ხელი, ვერ მოგაშორე ზედმეტი ნამცეცები, ის ნამცეცები, დედები რომ ხედავენ მხოლოდ...

მაგრამ მაინც თვალისმომჭრელად გამოიყურები, მთელ დარბაზში კაშკაშებ და აქედანაც კი გხედავ, დე.

ცხოვრებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, რთული გზით მიდის ჩვენი დედაშვილობა, მაგრამ ჩვენ სიყვარულის ისეთი უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთს დაკავშორებული, სიშორეც ვერაფერს დაგვაკლებს.

სხვა დროს უფრო მეტს დავწერდი, დღეს კი ემოციაშია შენი დედიკო და თითქოს კალამიც დაუჩლუნგდა.

ერთს გეტყვი მხოლოდ, ყველა დედის საოცნებო შვილი ხარ შენ!
მიყვარხარ და მეამაყები!

ამ წერილთან ერთად საჩუქრად ჩახუტებაც გამოგიგზავნე, მიპრაკუნდი დედიკოს მეგობართან, დედის დარად ჩაგიკრავს გულში.

ჩემი ლილე მინდელი ხარ შენ, ჩემი საკუთარი მზე“, - წერს დედა.

შეიძლება დაინტერესდეთ