Baby Bag

„სჯობს, ბავშვს ერთი ხარისხიანი სათამაშო ჰქონდეს, ვიდრე უამრავი და ტყვიისშემცველი“ - ინგა მამუჩიშვილი

„სჯობს, ბავშვს ერთი ხარისხიანი სათამაშო ჰქონდეს, ვიდრე უამრავი და ტყვიისშემცველი“ - ინგა მამუჩიშვილი
ამ ბოლო დროს ხშირად საუბარობენ სათამაშოებში ტყვიის მაღალ შემცველობაზე. რა ზიას აყენებს ტყვია ბავშვს და როგორ ვლინდება ეს - ამ საკითხზე ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი გვესაუბრა:

„ეს თემა ჩვენთვის დიდი ტკივილია. არა მხოლოდ ჩვენი. მთელმა მსოფლიომ ნომერ პირველ ამოცანად დაისახა ამ პრობლემის გადაჭრა, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენთანაც ნომერ პირველი ამოცანა. არამხოლოდ ტყვია, მძიმე მეტალები, ეკოლოგიური დაბინძურება, გამონაბოლქვში არსებული სხვადასხვა მეტალი, რაც ბავშვის ორგანიზმში ხვდება. მაგრამ რატომ ვამახვილებთ ყურადღებას განსაკუთრებით ტყვიაზე? - იმიტომ, რომ ტყვია ეს არის აკუმულირებადი შხამი, რომელიც, პირველ რიგში, ბავშვის ნერვულ და ძვალსახსროვან სისტემას აზიანებს, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, ზოგადად, სისხლის შემადგენლობას და ასევე საშარდე-გამომტან სისტემას.

ეს ყველაფერი თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული. მშობელმა არ უნდა უყიდოს ბავშვს ყველაფერი, რაც დღეს დახლებზეა, რადგან ყველანაირი კონროტოლის გარეშე შემოდის ჩვენთან ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქცია. ამ პროდუქციას ხომ ბავშვი იდებს პირში. ამიტომ ყოველთვის მიაქცეთ განსაკუთრებული ყურადღება და გახსოვდეთ, რომ სჯობს, ბავშვს ერთი ხარისხიანი სათამაშო ჰქონდეს, ვიდრე უამრავი და ტყვიისშემცველი. განსაკუთრებით, ეს „ტყლარწები“, გაუგებარი სათამაშოები, პლასტმასი, რომელსაც არ აწერია, რომ არ შეიცავს ტყვიას, რომ არ არის Plumbum free. ტყვია შეიძლება ბავშვის პირის ღრუში მოხვდეს სათამაშოს მეშვეობით. სამშენებლო მასალების მეშვეობითაც კი. მაგ: შპალერი, საღებავი. ძველ, გამოსაცვლელ წყლის მილებსაც მოჰყვება დიდი რაოდენობით ტყვია. ასევე მომინანქრებული ჭურჭელი შეიცავს დიდი რაოდენობით ტყვიას. ყურადღება უნდა მივაქციოთ კალმებს და სხვა სასწავლო ნივთებს. ამასთანავე, შეძენილ სასმელ პროდუქციას, რომელიც რკინის მასალის ჭურჭლით გვხდება. მაგ: კოკა-კოლა და სხვა სასმელები. უნდა გამოვიყენოთ შუშის ჭურჭელი. გარდა ამისა, ტყვიას ბავშვი ისედაც იღებს თუნდაც გაურეცხავი ხილიდან, ბოსტნეულიდან. ამიტომ აუცილებელია, რომ ხილი და ბოსტნეული 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში იყოს. არ ვიყიდოთ ხილი გზის პირზე განლაგებული სავაჭრო დახლებიდან. თუ ბავშვს შევამჩნიეთ ნერვული სისტემის რაიმე დაზიანება, აუხსნელი ზოგადი სისუსტე, ცვალებადობა სისხლში, რომელსაც ექიმი ხშირად ვერ ხსნის მის ხელთ არსებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით, ასეთ დროს უსათუოდ უნდა ჩატარდეს ტყვიაზე გამოკვლევა. აშშ-ში შეეცადნენ და შეიტანეს შედარებით ეკოლოგიურდ სუფთა ბენზინი, საღებავები, სამშენებლო მასალები. ამ პრობლემის გადაჭრას მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებთ, ამაში ხელი უნდა შეგვიწყოს ხელისუფლებამ და პირველ რიგში, ამაზე უნდა ვიზრუნოთ. აშშ-მ შეძლო და ეს გამარჯვებაა, რომ დღეს აშშ-ს ბავშვებში ტყვიის შემცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ, რადგან ბავშვები ჩვენი მთავარი დასაყრდენია. ფსიქოლოგიური დევიაციის გამომწვევი ფაქტორიც კი შეიძლება იყოს ეკოლოგიური დაბინძურება“.

ესაუბრა მარიამ კვეტენაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება ბავშვს ჰქონდეს სუბფებრილური ტემპერატურა,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„კოვიდის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება ბავშვს ჰქონდეს სუბფებრილური ტემპერატურა,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ომიკრონით ინფიცირებულ ბავშვებში ღებინებისა და კუჭ-ნაწლავის გახშირებული მოქმედების სიმპტომის ხშირი გამოვლენის შესახებ ისაუბრა:

„ეს სიმპტომი ძალიან ხშირია და ხშირად ვირუსული ინფექცია ამ სიმპტომით იწყება. ბავშვს ეწყება ღებინება, გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, თავბრუსხვევა. ჯერ ტემპერატურა არ არის. ამიტომ მშობლები მიზეზად თვლიან წინა ან იმავე დღეს მიღებულ საკვებს. გვეუბნებიან, რომ არის კვებითი ინტოქსიკაცია. თუმცა, მეორე დღეს ან რამოდენიმე საათში, შესაძლოა, დაემთხვეს ტემპერატურაც. ეს არის ამ ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი. ეს სიმპტომი რით არის მნიშვნელოვანი? თუ ბავშვს შეუპოვარი ღებინება აქვს, თუ ბავშვი სითხეს არ იღებს, ის აუცილებლად გადაყვანილი უნდა იყოს კლინიკაში. მთავარია, ბავშვმა არ დაკარგოს ის ძირითადი მიკროელემენტები, რომელიც აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუ ბავშვს აქვს ღებინება, მაგრამ სითხეებს იღებს, მცირე ულუფებით საკვებს იღებს, ეს ისეთივე სიმპტომია და ისევე გაივლის, როგორც ტემპერატურული რეაქცია, ხველა და ა.შ.“

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ომიკრონი არ არის გრიპი და გრიპიც არ არის ომიკრონი. ხშირ შემთხვევაში ომიკრონი მიმდინარეობს გრიპის კლინიკური ნიშნების მსგავსად. ძალიან რთულია განასხვავო, ეს არის ომიკრონი თუ გრიპის ვირუსი, თუ არ არის ტესტირება ჩატარებული. ბავშვთა ასაკში გრიპის მიმდინარეობა არც ისე მარტივია. ომიკრონის შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რა განვითარდება, იქნება თუ არა პოსტკოვიდური სინდრომი. კოვიდის დასრულების შემდეგ გარკვეული სიმპტომები ნარჩუნდება. სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება ძალიან ხანგრძლივად შენარჩუნდეს და კოვიდის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაშიც შეიძლება ჰქონდეს ბავშვს. შეიძლება იყოს წამოხველება, თავბრუსხვევა,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად