Baby Bag

არ დაელოდოთ ორშაბათს, დაიწყეთ ახლავე - ანი კოშაძე ფორმაში ყოფნის საიდუმლოზე

არ დაელოდოთ ორშაბათს, დაიწყეთ ახლავე - ანი კოშაძე ფორმაში ყოფნის საიდუმლოზე

ყოფილი მოდელი ანი კოშაძე ინსტაგრამის გვერდზე სპორტული დარბაზიდან ფოტოს აქვეყნებს და ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების შესახებ საუბრობს. როგორც თავად აღნიშნავს, ფორმაში ყოფნის მზა რეცეპტი არ არსებობს და ყველაფერი ინდივიდუალურია:

„რას ფიქრობ, რითი დავიწყო?” -  მზა რეცეპტი არ არსებობს და ყველაფერი ინდივიდუალურია. ვარჯიში შეიძლება სხვადასხვანაირად. უამრავი მიმართულებაა და თუ სწორად ივარჯიშებთ, შედეგი აუცილებლად მოვა. მთავარია, მიაგნოთ თქვენთვის მისაღებ ფორმას, ვარჯიშის სახეობას, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ხშირად მეუბნებიან - „რატომ იკლავ თავს”. ჩემთვის ვარჯიში არის სიხარული, სიცოცხლე, ენერგიის წყარო, განტვირთვა, შედეგი მეორეხარისხოვანია და ყველაზე მეტად პროცესი მსიამოვნებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სიახლეების შეტანაც. 

უამრავი რამ არის, რისი გაკეთებაც ჯერ არ გამომდის. თუ შედეგზე ხართ ორიენტირებული, სწორი კვების გარეშე გაგიჭირდებათ. თუმცა აქაც ბალანსის დაცვაა აუცილებელი, ნევროზის აკიდება ამად არ ღირს. ვფიქრობ, პირველი ეტაპი მაინც ვარჯიშის დაწყებაა. მერე ნელ-ნელა გენანება შენი შრომა და იწყებ ფიქრს, რომ კვებითაც შეუწყო ხელი. 

ოდესღაც ვცურავდი, შემდეგ იყო იოგა, სირბილი, სპინინგი, ფიტნესი, ბოქსი. წლევანდელი სიახლე და აღმოჩენა ფრენბურთია. მოკლედ, მოსინჯეთ ყველაფერი, არ დაელოდოთ ორშაბათს, დაიწყეთ ახლავე. ნუ მოგერიდებათ იმის, რომ შეიძლება არასწორად ივარჯიშოთ, დასვით ბევრი შეკითხვა და უყურეთ პროფესიონალებს. დარბაზში ოდესღაც ყველა ახალი იყო და თქვენსავით დაბნეული აცეცებდა თვალებს,“ - აღნიშნავს ანი.