Baby Bag

ოჯახის ისტორიას ყოველთვის დედა წერს, ყველაფერი მის არჩევანზეა დამოკიდებული

ოჯახის ისტორიას ყოველთვის დედა წერს, ყველაფერი მის არჩევანზეა დამოკიდებული

დედობა ხშირად ძალიან სტრესული და დამღლელია. მიუხედავად უამრავი წარუმატებლობის, ქაოსის, დამსხვრეული სათამაშოების, ცრემლების, ხმაურის, აურზაურისა და გულგატეხილობის, გულის სიღრმეში ყოველთვის ანათებს იმედის სხივი. სწორედ ეს სხივი აქცევს დედას დედად.

დედები არასდროს ნებდებიან. მაშინაც კი, როდესაც ბავშვი დღის განმავლობაში უკვე მეხუთედ აწყობს ისტერიკას, როდესაც ის ცუდად იქცევა, მაგრამ ბოდიშის მოხდაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, მაშინაც, როდესაც შვილი დედას უხეშად მიმართავს, დედა დანებებაზე არ ფიქრობს. შესაძლოა, მან ცხარე ცრემლით იტიროს, სახე ბალიშში ჩარგოს, ჯავრი საყვარელ მეუღლეზე იყაროს, მაგრამ ის არასდროს დანებდება.

დედა ყოველთვის იმედს ებღაუჭება, ის სულის დამსხვრეულ ნაწილებს კვლავ ერთ მთლიანობად აქცევს, ფეხზე ამაყად წამოდგება და ცხოვრებას ხელახლა დაიწყებს. დედა გამოწვევებს ყოველთვის პირდაპირ ხვდება. მას შინაგანი ენერგია აქვს, რომლის არსებობის შესახებ არც კი იცის. მაშინაც კი, როდესაც დედა მარტო რჩება და მხარდამჭერი არავინ ჰყავს, ის შვილებზე ზრუნვას არ წყვეტს. უბედურ ქორწინებაში მყოფი დედა მზად არის შვილის გამო ყველა ქარტეხილს გაუძლოს და ოჯახის შესანარჩუნებლად თავგანწირვით იბრძვის.

დედა საკუთარ სიცოცხლეს შვილისთვის უპირობოდ გაწირავს. ის გამუდმებით მასზე ზრუნავს და ფიქრობს, მიუხედავად შვილის ასაკისა.

ყველა დედას აქვს შინაგანი ცეცხლი, რომელიც მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. დედა იმას გააკეთებს, რისი გაკეთება მას მთელი ცხოვრების მანძილზე წარმოუდგენლად მიაჩნდა. დედა შეუძლებელს შეძლებს, თუ შვილისთვის ეს აუცილებელია.

დედა მარტო არასდროს არის. დედები ერთმანეთს აძლიერებენ და ერთმანეთისთვის სამაგალითოები არიან. ოჯახის ისტორიას ყოველთვის დედა წერს, ყველაფერი მის არჩევანზეა დამოკიდებული. დედა ყოველთვის შვილზე ზრუნავს, იცავს, უფრთხილდება და ანუგეშებს მას. დედა არასდროს ნებდება, რადგან ის დედაა.

​mamawearpapashirt.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები