„თქვენი შვილებისთვის როცა ილოცებთ, ერთი რამე სთხოვეთ ღმერთს...“ - დეკანოზ შალვა კეკელიას რჩევები მშობლებს

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად მშობლები შვილებს უყურებენ, როგორც პატარებს, რომლებსაც ყველაფერი ეშლებათ:

​მშობლები შვილს უყურებენ, როგორც ძალიან პატარას, უყურებენ, როგორც ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ეშლება. მშობელი საკუთარ შვილს სულ უყურებს ისე, რომ ამ შვილს ყველაფერი ეშლება და შვილს არასდროს არაფერი არ გამოუვა. მშობელი ფიქრობს, რომ თუ თვითონ არ დაეხმარა, ისე ამ ბავშვისგან არაფერი არ გამოდის. ბავშვი სულ გრძნობს ამ დამოკიდებულებას მშობლისგან. ბავშვიც ნელ-ნელა კარგავს საკუთარი თავის იმედს. ის ეჩვევა, რომ სხვამ უნდა გააკეთოს მის მაგივრად საქმე. თუ არ დაავალეს, ისე ის ამას არ გააკეთებს.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, მშობლები ხშირად თავად ართმევენ შვილებს თავისუფალ ნებას:

„მშობლები ჩვენი ხელით ვართმევთ შვილებს ამ თავისუფალ ნებას. მერე მშობელსა და შვილს შორის ძალიან დიდი გაუცხოება ხდება. შვილს ურჩევნია, რომ თავის მეგობარს დაელაპარაკოს, მეგობარს, რომელიც გამოუცდელია და ერთად დიდ შეცდომებს უშვებენ. ვერ ესაუბრებიან მშობლებს, რადგან როგორც კი რამეს ეტყვის შვილი მშობელს, მშობელი მაშინვე უბრაზდება, ეჩხუბება. ​ბავშვი იძულებული ხდება, რომ ტყუილი უთხრას მშობელს.“

​რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გავატაროთ ჩვენს შვილებთან. ეს დრო მერე უკან აღარ დაბრუნდება. ძალიან ფაქიზია ბავშვის სული, ძალიან წმინდაა ბავშვის სული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი აღზრდა შვილების. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყველაფერი დაუთმო. არც ეს არის სწორი. უკიდურესობები არ უნდა იყოს. ოქროს შუალედი უნდა გამონახო შვილთან ურთიერთობაში. შვილს რომ ღმერთს შეაყვარებ და ღმერთის ცნებებით გაზრდი შვილს, არაფრის აღარ შეგეშინდება. თუ ჩემს შვილს ღმერთი ეყვარება, ის თავის დედმამიშვილს არ მოიძულებს, მშობელი მთელი არსებით ეყვარება. არ შეიძლება ადამიანს ღმერთი უყვარდეს და ზარმაცი იყოს. თუ ადამიანს ღმერთი ეყვარება, ის ძალიან ბევრს ისწავლის, მეგობარს არ გაწირავს, არ დაამცირებს. ღმერთზე შეყვარებული ადამიანი ამას არ იკადრებს. თქვენი შვილებისთვის როცა ილოცებთ, ერთი რამე სთხოვეთ ღმერთს, რომ ბავშვებს ღმერთის მცნებები შეუყვარდეთ, ღმერთი შეუყვარდეთ. სადაც გინდა გაუშვი ასეთი შვილი, არაფერი არ იქნება საშიში,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„მშობლები შვილებს ზრდიან თავისთვის, უნდათ, რომ მერე შვილებისგან რაღაც მიიღონ, რის გამოც დი...
​დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოჯახური პრობლემებისა და ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიძნელეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანს თუ ბედნიერების პოვნა სურს, მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მეუღლისთვის მიძღვნ...