Baby Bag

ისპანახი სტაფილოთი და ქათმის ხორცით - გემრიელი სადილი 1წლამდე ასაკის ჩვილისათვის

ისპანახი სტაფილოთი და ქათმის ხორცით - გემრიელი სადილი 1წლამდე ასაკის ჩვილისათვის

​პედიატრი თამარ ობგაიძე გემრიელი სადილის რეცეპტს გვთავაზობს 1 წლამდე ასაკის ჩვილისათვის:

ისპანახი სტაფილოთი და ქათმის ხორცით

„მოხარშეთ კუბებად დაჭრილი 100-100 გრამი სტაფილო და ისპანახი. არ დაივიწყოთ, რომ ის უნდა ხარშოთ სულ 5-7 წთ. ქვაბიდან ამოღების შემდეგ ისპანახს გადაავლეთ ცივი წყალი. ბოსტნეულს დაუმატეთ მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხორცი. აქციეთ ერთგვაროვან მასად ბლენდერით და დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღებთ გემრიელ და სასარგებლო ხორციან სადილს თქვენი პატარასათვის,“ - წერს პედიატრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

იცით, რატომ აქვს ამ კოვზს ნახვრეტი?

იცით, რატომ აქვს ამ კოვზს ნახვრეტი?

იტალიური სამზარეულოს მოყვარული თუ ხართ ან პასტის დაგემოვნება გიყვართ, სახლში სპაგეტის სპეციალური კოვზი აუცილებლად გექნებათ. მისი დახმარებით, ხარშვის პროცესში გრძელი მაკარონების ერთმანეთისგან განცალკევება გაგიმარტივდებათ. სპეციალური ნახვრეტის წყალობით, ცხელი წყლიდან დიდი რაოდენობით სპაგეტის ამოღებაც არ გაგიძნელდებათ.

თანამედროვე სპაგეტის კოვზს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომლის შესახებ დიასახლისებმა არაფერი იციან. ნახვრეტი, რომელიც კოვზის ცენტრშია განთავსებული, ერთი ულუფა სპაგეტის მომზადებისთვის საჭირო გრძელი მაკარონის რაოდენობის განსაზღვრაში გეხმარებათ. თუ თქვენ მაკარონს ქვაბში სპაგეტის კოვზით მოათავსებთ, გრძელი მაკარონის სწორედ იმ რაოდენობას გამოიყენებთ, რაც ერთი საშუალო მოცულობის ულუფის მომზადებისთვის გჭირდებათ.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ერთმანეთისგან განსხვავებული მადა აქვს. თუ თქვენ დიდი ოჯახი გაქვთ, შეგიძლიათ, სპაგეტის ულუფის მოცულობის განსასაზღვრად სპეციალური სახაზავის მსგავსი მოწყობილობაც გამოიყენოთ, რომელიც ოჯახის თითოეული წევრისთვის გრძელი მაკარონის დოზების სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ, რაც სპაგეტის მომზადების პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

მომზადებულია​ sovkusom.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად