Baby Bag

„პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!“- თინათინ მღვდლიაშვილი

„პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!“- თინათინ მღვდლიაშვილი

პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის ხედა გამსახურდიას დაბადების შესახებ წერს:

„სასიხარულო ამბავი! ამ ურთულეს დღეებში, ამ ქარბუქში, სასიხარულო ამბავი მინდა გამცნოთ.

პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, გიორგი გამსახურდიას და ანი აბულაძის შვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!

ქართველებო, მივულოცოთ გიორგის და ანის ეს დიდი სიხარული და ბედნიერება.

პაწია გოგონას სახელმა არ გაგაკვირვოთ, ამ სახელს თავისი ლამაზი ისტორია აქვს.

ხედა - ვაინახური სახელია. ჩვენი პრინცესა 6 მარტს 2 თვის გახდება.

გილოცავთ, გამსახურდიებო!

გამრავლდით, იხარეთ, ჩემო ძვირფასებო!

თქვენ ამას იმსახურებთ!“ - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საწოვარას ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბავშვისთვის" - პედიატრი

,,საწოვარას ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბავშვისთვის" - პედიატრი

რას ნიშნავს ბავშვისთვის საწოვარა და რა ეფექტის მატარებელია ის ჩვილისთვის - ამის შესახებ პედიატრი, ნანა ნარეკლიშვილი საუბრობს. 

​,,საწოვარას ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს - არის საგანი, რომელიც ანტისტრესულია ბავშვთა ასაკისთვის. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვილ ბავშვთა ასაკისთვის.

ბავშვი თავისი ფსიქომოტორული განვითარების პერიოდში სხვადასხვა სტრესულ სიტუაციას განიცდის - ესენია კბილების ჩამოსვლის პერიოდი, მოგზაურობა, გადაადგილება და ა.შ. ეს მისთვის არის, ერთგვარი, დამამშვიდებელი ეფექტის მქონე. ყველაზე მეტად უარყოფითი, რაც საწოვარას გააჩნია, არის ის, რომ აქვს არასასურველი ზემოქმედება ენაზე, ტუჩის ირგვლის კუნთებზე და ხშირად ხდება თანკბილვა".

პედიატრი საუბრობს, თუ როგორ უნდა შეძლოს მშობელმა, რომ თავისი შვილი საწოვარას გადააჩვიოს.

,,ეს მშობლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული - ბავშვმა აუცილებლად უნდა გადაიტანოს ყურადღება  სულ სხვა საგანზე. ყურადღება უნდა მიიქციოს საკუთარი მიმიკებით", - აღნიშნავს ნარეკლიშვილი.

წაიკითხეთ სრულად