Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება?

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება?

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება? - აღნიშნულ თემაზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. 

,,ბუს­ტერ“ დოზა ნიშ­ნავს ერთ დო­ზას. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ,,ბუს­ტერ“ დო­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის მე­ო­რე აც­რი­დან 6 თვე­ში, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 3 თვე­ში. ,,სი­ნო­ფარ­მით“ და ,,სი­ნო­ვა­კით“ აც­რი­ლი ხან­დაზ­მუ­ლი პი­რის­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ,,ბუს­ტე­რი“ იყოს 3-დან 6 თვემ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ და­მა­ტე­ბით დო­ზას, მინ­და ერ­თმა­ნე­თის­გან გავ­მიჯ­ნოთ ორი და­მა­ტე­ბი­თი დოზა და ,,ბუს­ტერ“ დოზა. ,,ბუს­ტერ“ დოზა არის მე­სა­მე დოზა, ეს ყვე­ლა­ნა­ი­რად საკ­მა­რი­სია იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. 

და­მა­ტე­ბი­თი დოზა იმ შემ­თხვე­ვა­ში კეთ­დე­ბა, თუ პირს მოგ­ზა­უ­რო­ბის მიზ­ნე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყოს ,,ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით, ქვე­ყა­ნა მო­ი­თხოვს, ორ­ჯერ იყოთ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ,,ფა­ი­ზე­რით“. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­უხ­დეს მას ოთხჯერ აცრა. ეს ,,ბუს­ტე­რის­გან“ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია “, - აღ­ნიშ­ნა თამარ გა­ბუ­ნიამ.

წაიკითხეთ სრულად