Baby Bag

როგორი ამინდი გველოდება მაისის ბოლოს

როგორი ამინდი გველოდება მაისის ბოლოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

შეიძლება დაინტერესდეთ

200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ და თანხები 1-15 სექტემბრამდე ანაზღაურდება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც მიიღებენ. მისივე თქმით, დახმარების მისაღებად ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

„პირველ რიგში, შევიტან შესწორებას - 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ ამ კომპენსაციას. განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ასევე ხელმისაწვდომს გავხდით პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად