Baby Bag

''სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები და ოჯახები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ''

''სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები და ოჯახები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ''
"სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები და ოჯახები, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. დახმარება იქნება 50 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000 ბავშვს. ამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში.

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ეს ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან," - აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

''50 ლარს თითოეული ბავშვი მიიღებს და ამ ინიციატივას საარჩევნო პერიოდთან კავშირი არ აქვს,'' - დასძინა პრემიერ მინისტრმა.