Baby Bag

თუ გინდათ რომ, საღამო შინაარსიანად გაატაროთ ოჯახთან ერთად, მაშინ ამ წარმოდგენაზე წასვლას გირჩევთ

თუ გინდათ რომ, საღამო შინაარსიანად გაატაროთ ოჯახთან ერთად, მაშინ ამ წარმოდგენაზე წასვლას გირჩევთ

ათი წლის შემდეგ თბილისისა და ოპერის თეატრის მაყურებელი განახლებული ქორეოგრაფიითა და კოსტიუმებით ავგუსტ ბურნონვილის უკანასკნელ ბალეტს - უნიკალურ „ნატალის“კვლავ იხილავს.

ბალეტის პრემიერა დღეს, 16 ოქტომბერს 19.00 საათზე იმართება და კიდევ ორი დღის განმავლობაში (17, 18 ოქტომბერი) მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, ამ წარმოდგენით ისამოვნოს. თუ გინდათ რომ, საღამო შინაარსიანად გაატაროთ ოჯახთან ერთად, მაშინ ამ წარმოდგენაზე წასვლას გირჩევთ. ბალეტის ჯაადოსნური სამყარო დამღლელი დღის ბოლოს შესანიშნავი განტვირთვაა.

ავგუსტ ბურნონვილის მშობლიურ ქალაქ კოპენჰაგენში ბალეტი „ნატალი“ ბოლოს 1902 წელს დაიდგა. საქართველოს სახელმწიფო ბალეტი პირველი დასი იქნება, სადაც ავგუსტ ბურნონვილის უკანასკნელი ბალეტის - განახლებული „ნატალის“ პრემიერა იმართება. 

ორმოქმედებიან ბალეტ „ნატალიში“ ამბავი 1873 წლის ციმბირში ვითარდება. დრამატული ისტორია მთავარი პერსონაჟების ნატალისა და ოფიცერ ყიფიანის გაბედნიერებით სრულდება.  

„ნატალის“ შინაარსი იხილეთ ბმულზე. ბილეთების შეძენად ეწვიეთ ​ბმულ​ს