Baby Bag

​პირველად საქართველოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია განხორციელდა

​პირველად საქართველოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია განხორციელდა

პირველად საქართველოში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია განხორციელდა.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავი. მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები - ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური, „ქართლის ცხოვრების“, „ ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, 3D ინსტალაციის მნიშვნელობა განუზომელია და მისი დანიშნულება არის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალის პოპულარიზაცია ქართულ საზოგადოებაში და ასევე მისი გაცნობა საერთაშორისო სივრცისთვის. ხელნაწერთა ცენტრში დაცული მასალა საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისათვის, ასევე უცხოელებისათვის, იქნებიან ეს მეცნიერები, თუ ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ადამიანები.

ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა, მათ შორის გამომცემლობა „ბაკმის“ მიერ გამოცემული ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნისა“ და ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი წიგნისა „ქართული ხელნაწერი“.