Baby Bag

„მის სამყარო 2019“ სამხრეთ აფრიკელი გახდა

„მის სამყარო 2019“ სამხრეთ აფრიკელი გახდა

„მის სამყარო 2019“ სამხრეთ აფრიკელი ზოზიბინი ტუნცი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი ​ავრცელებს.

26 წლის ზოზიბინი ტუნცი კონკურსის ისტორიაში რიგით მესამე გამარჯვებულია სამხრეთ აფრიკიდან. იგი აქტიურად ებრძვის სტერეოტიპებს და გენდერული ნიშნის საფუძველზე მომხდარ ძალადობას. ზოზიბინი ტუნცი ბუნებრივი სილამაზის დამცველია და მოუწოდებს ქალებს, შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. „მის სამყაროს“ ტიტულის მოსაპოვებლად 90 ლამაზმანი იბრძოდა. მეორე და მესამე ადგილები პუერტო-რიკოელმა მედისონ ანდერსონმა და მექსიკელმა სოფია არაგონმა დაიკავეს.