Baby Bag

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა. მინისტრის მოადგილე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაჟეჟილობა:

„პაციენტის მდგომარეობა ამჟამად გაუარესებული არ არის, მაგრამ საკმაოდ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშება.“

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ორი დღის წინ ყვარელში ავარიაში მოყვა.