Baby Bag

რუსთავში ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს

რუსთავში ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს

რუსთავში ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს. წუხელ, მე-19 მიკრორაიონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ერთი მოზარდი გადაიყვანა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს ოჯახის სხვა წევრებმაც, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.

წუხელვე, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 7 წლის ბიჭი ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-20 მიკრორაიონიდან გადაიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლში გაჟონვის მიზეზი, გამათბობელი გახდა.