Baby Bag

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გარდაიცვალა

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გარდაიცვალა

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ია კერზაიას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლის შემდეგ გაუარესდა. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელია მტკიცებით, დედის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა. ბაჩანა შენგელია ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

განათლების სამინისტრო ​განმარტავდა, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების პროცესი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.

ამავე ცნობით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის დღემდე სკოლის მოქმედი დირექტორი იყო.