Baby Bag

სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის 2019 წელს 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა - ფინანსთა მინისტრი

სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის 2019 წელს 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა - ფინანსთა მინისტრი

„​2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მლნ ლარი.

„ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამში მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მზადდება განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ქვეყანაში განათლების ხარისხი, რაც საბოლოოდ, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ვებინარები ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

ვებინარები ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

გინდათ თქვენს მოსწავლეებს განახლებული წესებით ასწავლოთ წერა თემატური სწავლებისას? - მაშინ შეუერდით მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ვებინარს - “How to develop a Thematic Unit – Important Tips to Teaching Writing”

ვებინარის მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებს გაიაზრონ წერის უნარ-ჩვევის სწავლების პორცესი თემატური სწავლებისას.

ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება ინგლისურის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ვებინარში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა.

ვებინარი ინგლისურის მასწავლებლებისთვის ჩატარდება 2018 წლის 19 დეკემბერს 15:00-15:50 საათზე.

ვებინარებზე ჩართვის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ​ბმულზე. 

წაიკითხეთ სრულად