Baby Bag

მანდატურის ხელფასი 1-ლი იანვრიდან 200 ლარით გაიზრდება

მანდატურის ხელფასი 1-ლი იანვრიდან 200 ლარით გაიზრდება

1-ლი იანვრიდან მანდატურის თანამშრომლებს ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ​განაცხადა.

ამასთან, როგორც ჯაშმა აღნიშნა, 2019 წლის ბოლომდე მანდატურების რაოდენობის ზრდაც იგეგმება.

„130-საჯარო სკოლაში დამატებით მოხდება მანდატურის თანამშრომლების აყვანა და 2019 წლის ბოლომდე მანდატურის თანამშრომლები უსაფრთხოებას დაიცავენ 588 სკოლაში,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

იხილეთ ასევე: 2019 წელს ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება

სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის 2019 წელს 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა - ფინანსთა მინისტრი