Baby Bag

ქუთაისის N17 სკოლის მოსწავლე ამერიკაში, კარნეგი-ჰოლის სცენაზე იმღერებს

ქუთაისის N17 სკოლის მოსწავლე ამერიკაში, კარნეგი-ჰოლის სცენაზე იმღერებს

მე-12 კლასის მოსწავლე, ანა ჯგერენაია ლეგენდარული კარნეგი - ჰოლის სცენაზე იმღერებს, - ინფორმაციას ქუთაისის N17 საჯარო სკოლა თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. 

„ლეგენდარული კარნეგი - ჰოლის, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი იმეღერებს. რაოდენ საამაყოა, რომ იგი ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის (პედაგოგ გიორგი ლომთაძისა და კონცერტმაისტერ ირინა კუხიანიძის კლასი) კურსდამთავრებული ანა ჯგერენაიაა. მან 2018 წლის ოქტომბერ- ნოემბერში მონაწილეობა მიიღო შესარჩევ კონკურსში American Protege და პირველი ადგილი მოიპოვა საოპერო მუსიკის კომპონენტში, რის შემდეგაც პროექტის ხელმძღვანელობამ ამერიკაში მიიწვია, ანა დედასთან ერთად 2018 წლის 20 დეკემბერს გაემგზავრება ამერიკაში და 23 დეკემბერს ყველა მუსიკოსისთვის საოცნებო სცენაზე შეასრულებს ცნობილ არიებს. ვულოცავთ ანას, მის მშობლებს და პედაგოგებს და ვუსურვებთ წარმატებებს,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.