Baby Bag

„მეგონა, რომ ბოლო დედა ვიქნებოდი ასეთი ტანჯვისთვის გამეტებული... მაგრამ ბავშვებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს“ - ლუკა სირაძის დედის პირველი ინტერვიუ

„მეგონა, რომ ბოლო დედა ვიქნებოდი ასეთი ტანჯვისთვის გამეტებული... მაგრამ ბავშვებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს“ - ინტერვიუ 15 წლის ლუკა სირაძის დედასთან.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

ოთხი თვეა მასწავლებლის პროფესიას ვეუფლები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ამ სისტემაში კიდევ დ...
ჩემს ბავშვობაშიც პოპულარული იყო წარწერები. მეც ამომიკაწრავს ჩემი სკოლის ყვითელ მერხზე „მ+გ=შ“. ჯერ ფანქრით უნდა მოგეხაზა სიტყვის შესაბამისი კონტურები, შემდეგ უმელნო კალმით გამოგეკვეთა კარგად თითოეული...
„მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა...“ - „მწვანე სკოლის“ დ...
„მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „მწვანე სკოლის” დირექტორმა კახა დავითურმა განუცხადა.მისივე თქმით, გარდაცვლილი მოზარდის მეგობრების ს...
„ლუკასთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება, გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარ...
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ლუკა სირაძისთვის წესის აგება არ იქნება პრობლემა. მისივე თქმით, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ლუკამ თავი გადმო...
„ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების ,,დედაც", სადაც ჩვენ ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ...
„მეგობრებო, არამეგობრებო, მოკეთეებო და მტრებო:მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს - წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო...

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაიზარდოს გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი,“ - პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა

„გაიზარდოს გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი,“ - პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ონლაინ კაზინოების აკრძალვის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა:

„სათამაშო ბიზნესი და ონლაინ კაზინოები - ვიცით, რომ ეს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ძალიან. მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან. პირველ ეტაპზე წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის.“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონლაინ კაზინოების რეკლამა უნდა აიკრძალოს:

„პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ ღიად ვისაუბრო ამ თემაზე. მაქვს იმედი, რომ იქნება საზოგადოების მხარდაჭერაც.“

„ბოლო პერიოდში ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით. ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული მავნე ნივთიერების მოხმარებით. უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: ​ტელეკომპანია „მაესტრო“

წაიკითხეთ სრულად