Baby Bag

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში...'' - ნანუკა ჟორჟოლიანი

,,უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში...'' - ნანუკა ჟორჟოლიანი

,,უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.

არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში,'' - აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს. 

წაიკითხეთ სრულად