Baby Bag

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1125.5 ლარია - საქსტატი

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1125.5 ლარია - საქსტატი

2018 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა - აღნიშნულ ინფორმაციას ​საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. 

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი); 

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი); 

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი).

რაც შეეხება გენდერული კუთხით ხელფასებს შორის განსხვავებას, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 

2018 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების - 1360.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 42.5 და 66.7 ლარი შეადგინა. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში -​ ხელფასების სტატისტიკა 2018.