სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
,,სულ მქონდა ეს დანაკლისი, რასაც არაფერი არ მივსებდა...'' - ,,მასტერშეფის'' ფინალისტი ბავშვობას იხსენებს
,,მასტერშეფის'' ფინალისტი ანნა კუჭავა ბავშვობას იხსენებს. როგორც თავად აღნიშნავს, დედ-მამა ოთხის წლის ასაკში დაშორდნენ ერთმანეთს და მამის დანაკლისს არაფერი უვსებდა.