Baby Bag

„200-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან იგეგმება, რაიმე შეფერხებას არ ველოდებით“ - თამარ გაბუნია

„200-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან იგეგმება, რაიმე შეფერხებას არ ველოდებით“ - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების გაცემა შეფერხების გარეშე განხორციელდება.

„200-ლარიანი დახმარებების გაცემა დღეიდან იგეგმება. ამ პროგრამაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს და ის წარიმართება ისე, როგორც დაგეგმილი იყო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან იწყება.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალურ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოე...
​17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება; საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, - შესაბამისი შეთანხმ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19-ით ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევა ბავშვებზე მოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„კოვიდ-19-ით ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევა ბავშვებზე მოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვნად მოიმატა:

„იქიდან გამომდინარე, რომ არანაირ რეგულაციას ჩვენი მოსახლეობა არ იცავდა, შესაბამისად ტალღები გადაება. ერთადერთი, ​რასაც ვაკვირდები, არის ის, რომ ბავშვთა პოპულაციაში საკმაოდ მოიმატა გავრცელებამ. თუ თავიდან ბავშვებში გავრცელება 10%-მდე იყო, ახლა 30%-მდეა ასული. ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევა ბავშვებზე მოდის.“

თემურ მიქელაძის თქმით, კორონავირუსი ბავშვების უმრავლესობას მარტივად გადააქვს:

„საბედნიეროდ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ბავშვებში ნებისმიერი შტამის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. საქართველოში დაიწყო 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაცია განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის. ​მე პირადად რამდენიმე ათეული ასეთი ბავშვი ავცერი. თუ სხვა შემთხვევაში კოვიდი მსუბუქად მიმდინარეობს, ამ კონკრეტულ ბავშვებთან, შესაძლოა, ის ფატალურად დასრულებულიყო. გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია.“

„ტესტირების რიგში დგას აურაცხელი რაოდენობის ადამიანი, მაშინ როდესაც ვაქცინაციის კაბინეტთან თითო-ოროლა ადამიანი თუ არის. მაღალგანვითარებად ქვეყნებში აბსოლუტურად პირიქით არის. ვაქცინაციის ცენტრებთან არის რიგები და ტესტირებაზე არავინ არ დგას. ჩვენთან გვაქვს სულ სხვა რეალობა. ჩვენი მოსახლეობა არანაირ რეგულაციას არ იცავს,“- აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „რადიო იმედი“

წაიკითხეთ სრულად