Baby Bag

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს:

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან 4 351 ადამიანი გამოჯანმრთელდა - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა?

კორონავირუსისგან 4 351 ადამიანი გამოჯანმრთელდა - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა?
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 4 351 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დღემდე 8 233 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 5,5%, ბოლო 14 დღის - 7,81%, ბოლო 7 დღის - 7,36%.

რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ ჩატარდა - 1 507 986 აცრა, დღიურად აცრილია - 14 703.

კარანტინის რეჟიმში ამჟამად 85 ადამიანი იმყოფება.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 186, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 1 611. 

წაიკითხეთ სრულად