Baby Bag

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - დღეის მდგომარეობით, ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - დღეის მდგომარეობით, ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 42 579.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა.

​დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13.

​ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

👉,,დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს არის საოცრება''

​საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419. სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

,,შეიძლება გრიპზე აიცრათ, მაგრამ მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია...
,,გრიპის ვაქცინის პირველი პარტიის ათვისების ტემპი დაბალია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა....
„სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლ...
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის სტატუსს სიტყვა-სიტყვით: „სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის „გადასხმები“. წლებია ჭი...
„ეს სიმპტომები პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ტესტირებაზე დროის, ფულის და ძალისხ...
ექიმი თერაპევტი სოფიო ბერიძე Covid-19-ის სიმპტომებთან და მოქალაქეების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ამასთან იგი მოსახლეობას საყურადღებო რჩევებს...
,,დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება''
,,ნოებრის ბოლოსთვის დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.&nb...
რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსი? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაციები მ...
​პედიატრი თემურ მიქელაძე იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცერებულ ბავშვებს ხშირად უვლინდებათ. თემურ მიქელაძის თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირების რიცხვმა პატარებში მნიშვნელოვნად...
,,ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებ...
კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად: ,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს, 40 წლის ასაკში თუ მკითხავთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე, გეტყვით, რომ ეს არის - სიყვარული...“

„დღეს, 40 წლის ასაკში თუ მკითხავთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე, გეტყვით, რომ ეს არის - სიყვარული...“

„მე დღეს 40 წლის გავხდი.


14,400 დღეა მზის ამოსვლას ვუყურებ, მერე ღამდება, ხან წვიმს, თოვს, მოღრუბლულია, თუმცა აღქმა რომ ეს ყველაფერი გარდა ყოველდღიურობისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემში 35 წლის შემდეგ დაიწყო. ნაოჭების თვლასთან ერთად აღვიქვი წლები და გავაცნობიერე, რომ 40 წელი არც ცოტაა და არც ბევრი იმისათვის, რომ განვლილ გზას გადახედო და შეაფასო კიდევ.


არც გრძელია და არც მოკლე, იმისათვის, რომ ბევრი რამ გადააფასო და რაღაცეების თავიდან დაწყება მოინდომო.


40 წელი შეიძლება იყოს ცხოვრების ნახევარი, ან ნახევარზე ნაკლები, თუმცა, მთავარი ეს არის, მთავარია ამ ყველაფერზე დაფიქრდე….


მე დავფიქრდი. შინაგანმა ხმამ და გარემო ფაქტორებმაც ბევრი რამ მიკარნახა და დამანახა. მივხვდი, რომ სურვილის შემთხვევაში არაფერია შუძლებელი და შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო და დღეს, ამ ასაკში ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი გადაწყვეტილების შედეგით თავდაჯერებული და რაც მთავარია,
ვარ ბედნიერი!


დღეს, 40 წლის ასაკში თუ მკითხავთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე გეტყვით რომ ეს არის - სიყვარული.


სიყვარული ადამიანების, საკუთარი თავის, ქვეყნის, და ყველაფრის, რაც თავად შექმენი.


მე დღეს 40 წლის გავხდი და თავი უნდა დავანებოთ ასაკზე ფიქრს და მითუმეტეს დარდს, ბოლომდე აღვიქვათ ყველაფერი რაც ამ წლებმა დაგვიგროვა, მოგვიტანა, გვასწავლა, უნდა აღვიქვათ და შევირგოთ.
უნდა შევირგოთ ყველა ემოცია რაც განგვიცდია, ყველა მოგონება რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, შევირგოთ ყველაფერი რაც გვქონია და გვაქვს და არაფერზე ვთქვათ უარი რაც ძალიან გვინდა.


დრო არ ჩერდება, დრო მიდის და ხვალ უფრო დიდები ვიქნებით ვიდრე დღეს ვართ და ხვალ, ჩვენი განვლილი გზის მეხსიერების ბარათზე შემონახული ამბები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს უნდა გვაწვდიდეს… მხოლოდ უნდა გვეღიმებოდეს… და 40 წლის შემდეგაც უნდა გვიყვარდეს.


ყველას ვინც საერთოდ დაიბადეთ ამ ქვეყანაში, ულამაზეს და უმაგრეს, პატარა მაგრამ ჯადოსნურ საქართველოში გილოცავთ დაბადების დღეს. ვინც სხვაგან დაიბადეთ თქვენც და გისურვებთ ბედნიერებას, თავისუფლებას და სიყვარულს.“


აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ოფიციაურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

წაიკითხეთ სრულად