Baby Bag

მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ​ნანგრევებში იყო.

ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მიწისძვრიდან დაახლოებით 23 საათის შემდეგ ელიფის დედა, 10 წლის ტყუპები და 7 წლის ძმაც ცოცხალი ამოიყვანეს. პატარა ძმა გარდაიცვალა, დედა და ტყუპები კი საავადმყოფოში მკურნალობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 962 დაშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„200-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან იგეგმება, რაიმე შეფერხებას არ ველოდებით“ - თამარ გაბუნია

„200-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან იგეგმება, რაიმე შეფერხებას არ ველოდებით“ - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების გაცემა შეფერხების გარეშე განხორციელდება.

„200-ლარიანი დახმარებების გაცემა დღეიდან იგეგმება. ამ პროგრამაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს და ის წარიმართება ისე, როგორც დაგეგმილი იყო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან იწყება.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალურ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად