Baby Bag

მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ​ნანგრევებში იყო.

ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მიწისძვრიდან დაახლოებით 23 საათის შემდეგ ელიფის დედა, 10 წლის ტყუპები და 7 წლის ძმაც ცოცხალი ამოიყვანეს. პატარა ძმა გარდაიცვალა, დედა და ტყუპები კი საავადმყოფოში მკურნალობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 962 დაშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სულ მქონდა ეს დანაკლისი, რასაც არაფერი არ მივსებდა...'' - ,,მასტერშეფის'' ფინალისტი ბავშვობას იხსენებს

,,მასტერშეფის'' ფინალისტი ანნა კუჭავა ბავშვობას იხსენებს. როგორც თავად აღნიშნავს, დედ-მამა ოთხის წლის ასაკში დაშორდნენ ერთმანეთს და მამის დანაკლისს არაფერი უვსებდა. 

ნახეთ ვიდეო 👆და არ დაგავიწყდეთ!!!

წაიკითხეთ სრულად