Baby Bag

H1N1 ვირუსით ამ დროისათვის 2 ადამინია გარდაცვლილი - დავით სერგეენკო

H1N1 ვირუსით ამ დროისათვის 2 ადამინია გარდაცვლილი - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვრისთვის არ მიუღწევია. მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ:

„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხდა დავით სერგეენკომ.

24 დეკემბერს აჭარაში 53 ქალი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. პაციენტმა მეოთხე დღეს მიმართა ექიმს, რაც დაგვიანებული აღმოჩნდა. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

ე.წ. ღორის გრიპი გახდა ქუთაისში, ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზიც. ფეხმძიმე პაციენტი კლინიკაში 14 დეკემბერს მაღალი სიცხითა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. მას ფეხმძიმობის 38-ე კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.