Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძალიან გვეშინია რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინის არა ეფექტურობის, არამედ მისი უსაფრთხოების''

,,ძალიან გვეშინია რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინის არა ეფექტურობის, არამედ მისი უსაფრთხოების'' - აღნიშნულის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახალ ვაქცინას ექიმები ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ:

,,ვაქცინა რომ საბოოლოოდ დამტკიცდეს, შემდეგ ეტაპზე ლოგისტიკური პრობლემა იქმნება - როდის მოაღწევს ის ჩვენამდე. ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ჩვენთან მოაღწევს ვაქცინა, ალბათ, მომავალ წელს, ყველაზე ოპტიმისტურად ზაფხულის პერიოდში ან წლის ბოლომდე,'' - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

წყარო: გადაცემა ,,კომენტარი''

წაიკითხეთ სრულად