Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელ ქალაქებში როდიდან აღდგება ტრანსპორტის მუშაობა - მთავრობის გადაწყვეტილება

რომელ ქალაქებში როდიდან აღდგება ტრანსპორტის მუშაობა - მთავრობის გადაწყვეტილება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად