„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
„თუ აცრას ვერ გადაიტანს ადამიანი, კოვიდს სულ ვერ გადაიტანს, ამიტომ აუცილებლად უნდა აიცრას,“ - კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი
კარდიოქირურგმა ზვიად ბახუტაშვილმა პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებშიც მოქალაქეთა 80%-ზე მეტი აიცრა, ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ:
„ეს პანდემია ვერ დამთავრდება, თუ მოსახლეობამ არ დაიწყო აცრა. სკანდინავიის ქვეყნები, პორტუგალია, ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია 80%-ს გადასცდა დაუბრუნდნენ პრეკოვიდურ ცხოვრებას. აღარ არის ნიღაბი, არც არაფერი. უბრალოდ ტესტებს აკეთებენ და დარჩენილ მოსახლეობას ცრიან.“
ზვიად ბახუტაშვილის თქმით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ადამიანმა უნდა გაიკეთოს:
„აცრით უნდა აიცრას ყველა. ჩემთან ხშირად არის კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ რაღაც თანმხლები დაავადება მაქვს და აცრას ვერ გადავიტან. თუ აცრას ვერ გადაიტანს ადამიანი, კოვიდს სულ ვერ გადაიტანს. ამიტომ აუცილებლად უნდა აიცრას.“
„ასეთი თემა, რომ აცრას ვერ გადაიტანს ადამიანი, არ არსებობს. შვიდი მილიარდი ადამიანია აცრილი დედამიწაზე. შვიდი მილიარდი ინექციაა გაკეთებული. მაშინ აღარ უნდა არსებობდეს დედამიწაზე მოსახლეობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ზვიად ბახუტაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.