„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
უმნიშვნელოვანესი სიახლე - მედიკამენტ მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვლევებით დადასტურდა
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მედიკამენტ მოლნუპირავირის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტ მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვლევებით დადასტურდა.
„სავარაუდოდ, ის იქნება პირველი პრეპარატი, რომელიც მიიღებს უფლებას, აღმოჩნდეს აფთიაქების დახლებზე. ასევე დასრულების ფაზაშია კვლევები ფაიზერისა და როშეს პრეპარატებზე“, - აღნიშნა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.