„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
„ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა...ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს“
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცეები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს. თუმცა ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა.
ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, გონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.