„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
„ვფიქრობ, საბავშვო ბაღებს რაღაც დროით მოუწევთ მოცდა, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას“
„ვფიქრობ, რაღაც დროით მოუწევთ მოცდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და შემდეგ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი. ამიტომ მიზანშეწონილია, საბავშვო ბაღები სკოლებში სწავლის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნას,“ - აღიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ვფიქრობ, რაღაც დროით მოუწევთ მოცდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და შემდეგ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი. ორკვირიანი ინტერვალი არის ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი კრიტიკული პერიოდი შეზღუდვების მოხსნებს შორის, რადგან ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც ავლენს, თუ რამე გაუარესება გამოიწვია კონკრეტული შეზღუდვის მოხსნამ. ამ შემთხვევაში, როდესაც სკოლებს გავხსნით 15 სექტემბერს, რაც სერიოზული გამოწვევაა და უნდა ვეცადოთ, რომ სკოლები დავალაგოთ და სკოლების ეპიდემია ვაკონტროლოთ, ამასთან ერთად კიდევ ერთი დამატებითი დიდი ჯგუფის გახსნა, როგორიც საბავშვო ბაღები იქნება, გარკვეულწილად იქნება სარისკო. ამიტომ აჯობებს ზომიერი და გარანტირებული გახსნის სტრატეგია გამოვიყენოთ. მესმის, რომ ეს გარკვეულ უხერხულობას იწვევს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რაც ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს ემაყრება“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.