„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს, რომლის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის რამდენიმესაათიანი ტარების კვალია ასახული.
„ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია... მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული... პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული.... ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით... კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება... ps. არც კი იცოდა, რისთვის გადავიღე ეს ფოტო... ჯერ არც უნახავს, მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან...“ - წერს გიორგი ბერიძე.