„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
,,ეს არის პირდაპირ ვაქცინაციის შედეგი...ამას თუ ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ…''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინამ შესაძლოა, 100%-ით ვერ დაგიცავთ ინფიცირებისგან, მაგრამ სიკვდილისგან ნამდვილად დაგიცავთ:
,,ნახეთ პრაქტიკაში ვაქცინების შედეგი დიდ ბრიტანეთში (იდეალური არავინ არ არის).
წითლად არის მე-2 ტალღა და ნაცრისფერი მე-3 ტალღა..
განსხვავებას ხედავთ?! დიახ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის დრამატულად დაბალი მე-3 ტალღის დროს❗️რატომ? ეს არის პირდაპირ ვაქცინაციის შედეგი.
ამას თუ ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ…
ვაქცინა შესაძლოა, 100%-ით ვერ დაგიცავთ ინფიცირებისგან, მაგრამ სიკვდილისგან ნამდვილად დაგიცავთ❗️
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.