„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
,,თუ პატარა უარს ამბობს კვებაზე ან უმადოდ მიირთმევს საკვებს.... ეს შეიძლება, იყოს კოვიდ-19-ის სიმპტომები ან უსიმტომოდ გადატანილი ვირუსის შედეგები''
,,თუ პატარა უარს ამბობს კვებაზე ან უმადოდ მიირთმევს საკვებს.... ეს შეიძლება, იყოს კოვიდ-19-ის სიმპტომები ან უსიმტომოდ გადატანილი ვირუსის შედეგები,'' - აღნიშნულის შესახებ მშობლებს ყურადღების გამახვილებას ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია სთხოვს.