Baby Bag

ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. 

მან სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა მიიღო. პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს, შემდეგ კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მდგომარეობის სიმძიმის გამო, მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ გუშინ გვიან ღამით თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა. იგი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო:

„როგორც გვითხრეს, აქ მცხოვრებლებს სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ბავშვის ხმა გაუგიათ, გაუტეხავთ კარები და გამოუყვანიათ მოზარდი. აქ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ბავშვი ალბათ, ზემოთ აცოცდა და ჩაძვრა იქ, სადაც პატარა ადგილი იყო ღია“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა ზურაბ ზალოგინმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.