ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია - ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი ნაპოვნია
ინტერნეტსივრცეში დღემდე აქტიურად აზიარებენ სამი წლის ბავშვის დაკარგვის ამბავს. შემთხვევა 5 თვის წინ მოხდა და ზაჰესის დასახლებაში დაკარგული ბიჭი სამართალდამცავებმა იმავე დღეს, 4-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
მცირეწლოვან ბავშვს ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ. ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იყო, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა. 3 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყვნენ სამართალდამცველები.
რადგან სოციალურ ქსელებში ისევ აქტიურად მიმდინარეობდა ძველი ინფორმაციის (ბავშვის დაკარგვის შესახებ) ინტენსიური გადაზიარება, Moms.ge-მ საჭიროდ ჩათვალა, აღნიშნულ თემას გამოხმაურებოდა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შემთხვევა 5 თვის წინ მოხდა და ბავშვი იმავე დღეს იპოვეს.